საფრანგეთის არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია

მეორე ტური 7 მაისს გაიმართება

721267
საფრანგეთის არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ, 23 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, მოძრაობა “წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ხმების 24,01%-ი, ხოლო მისმა მეტოქემ, ეროვნული ფრონტის პარტიის ლიდერმა მარინე ლე პენმა კი 21,3%-ი მოაგროვა და ისინი გავიდნენ 7 მაისისათვის დანიშნულ მეორე ტურში. მესამე ადგილზე ცენტრისტული მემარჯვენე რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარე ფრანსუა ფილონი გავიდა ხმების 20,01%-ით და მეოთხე ადგილი 19,58%-ით მემარცხენეთა კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა მოიპოვა. მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი 14 მაისს ფრანსუა ოლანდისაგან ოფიციალურად გადაიბარებს პრეზიდენტის სავარძელს



მსგავსი ინფორმაციები