ეგვიპტესა და აშშ-ს ერთობლივი წვრთნები დაიწყო

სამხედრო წვრთნები წითელ ზღვაში დაიწყო

719399
ეგვიპტესა და აშშ-ს ერთობლივი წვრთნები დაიწყო

ეგვიპტემ და აშშ-მ წითელ ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ განცხადება ეგვიპტის არმიის მხრიდან წერილობით იქნა გავრცელებული, რომელშიც ნათქვამია, რომ მათსა და აშშ-ს შორის „არწივის სალამი 2017“ სახელწოდების სამხედრო წვრთნები წითელ ზღვაში დაიწყო და იგი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. აღნიშნულ წვრთნებს,  საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კუვეიტის და იტალიის წარმომადგენლები დამკვირვებლის სახით დაესწრებიან. აღნიშნული წვრთნების მიზანი აშშ-სა და  ეგვიპტის შეიარაღებულ  ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ამერიკის მხრიდან ეგვიპტის საზღვაო ფლოტზე ბოლო სისტემების შესწავლაა.



მსგავსი ინფორმაციები