თავდასხმა FSB-ზე

აღნიშნული ფაქტი ხაბაროვსკის ოლქში მოხდა

თავდასხმა FSB-ზე

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ქვეყნის  უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოში იარაღით შეჭრილმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული  ფაქტი ჩინეთის საზღვართან მდებარე ხაბაროვსკის ოლქში, დილის საათებში მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა FSB-ს ოფისის შესასვლელში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი იქ მომუშავე, მეორე კი ვიზიტად მყოფი ადამიანი მოკლა. მომხდარის შედეგად ასევე ერთი ადამიანიც დაიჭრა. ოფიციალური პირების განცხადებით თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხერხდა.


საკვანძო სიტყვები: თავდასხმა , ფსბ , ხაბაროვსკი , რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები