საფრანგეთი თავდასხმა პოლიციაზე

საფრანგეთის მნიშვნელოვანი ქუჩებიდან, კამს ელისეიში, პოლიციაზე განხორციელებულ თავდასხმას შეეწირა 2 და დაიჭრა ორი პოლიციელი

საფრანგეთი თავდასხმა პოლიციაზე

საფრანგეთის მნიშვნელოვანი ქუჩებიდან, კამს ელისეიში, პოლიციაზე განხორციელებულ თავდასხმას შეეწირა 2 და დაიჭრა ორი პოლიციელი.

თავდასხმის პასუხისმგებლობა ითავა ტერ-ორგანიზაცია დეაშმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველის პიერ ჰენრი ბრენდტის განცხადებით,  თავდამსხმელმა მანქანის გაჩერების შემდეგ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა  პოლიციის მანქანა, რამაც გამოიწვია პოლიციელების სიკვდილი.

 როცა მოიწადინა თავდამსხმელმა გაქცევა ორმა პოლიციელმა შესძლო მისი დაჭრა, მაგრამ სხვა პოლიციელების გახსნილი ცეცხლის და თავდამსხმელის  საპასუხო ცეცხლის შემდეგ, თავდამსხმელი მკვდარი ჩაიგდეს ხელში.

დაჭრილი პოლიციელებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ბრენდტისვე განცხადებით, პოლიციელების მიზანი იყო თავდამსხმელის ცოცხლად დაჭერა.  

საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა, ელისეის სასახლეში ჩატარებული სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავდასხმა დაკავშირებულია ტერ-აქტთან. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო პარიზის პროკურატურის ტერორიზმის დეპარტამენტმა. იძიებენ თავდამსხმელის მიზანს და მისთვის დახმარების გამწევ პირებს.

ოლანდისვე განცხადებით, საფრთხეშია მათი უსაფრთხოება. იმისათვის რომ უშიშროების ძალებმა შეასრულონ თავიანთი საქმე ყველანაირი დახმარებისთვის მზად არიან.

მაშინ როცა, თავდამსხმელის ვინაობის გამხელა არ მოისურვა პოლიციამ, დეაშის საინფორმაციო წყაროებმა თავად განაცხადეს, რომ იგი არის ებუ-იუსუფ ელ ბალჟიკი.

ინფორმაციით, ეძებენ სავარაუდოდ თავდასხმასთან დაკავშირებულ, ბელგიიდან მატარებლით პარიზში წამსვლელ მეორე ეჭვმიტანილს. საფრანგეთის პოლიციამ დაიწყო მოკლული თავდამსხმელის პარიზის სამხრეთით მდებარე სახლში ჩხრეკა.

მაშინ როცა მკაცრი უსაფრთხოების ზომებია მიღებული, კვირისთვის ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მომხდარმა თავდასხმამ საფრანგეთში შეშფოთება გამოიწვია.

პრეზიდენტმა ოლანდმა გადადო ინგლისში ვიზიტი. ასევე თავიანთი საკომპანიო პროგრამები გააუქმეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა მარინე ლე პენმა და ფილლონმა.

თავდასხმამ შეშფოთება გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობაშიც.

თავდასხმა დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა და მიუსამძიმრა ფრანგ ხალხს.


საკვანძო სიტყვები: თავდასხმა , პოლიცია , საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები