15 აპრილი ისტორიაში

15 აპრილი ისტორიაში

15 აპრილი ისტორიაში

15 აპრილი ისტორიაში​

1912 წლის 15 აპრილს ტიტანიკი ჩაიძირა. ტიტანიკი სოუტჰამპტონიდან ნიუ იორკში პირველად მიემგზავრებოდა და აისბერგზე შეჯახების გამო ატლანტიკის ოკეანეში ჩაიძირა. გემის კაპიტანმა აისბერგი გვიან შენიშნა და განგაში გამოაცხადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამ დროს გემზე მრავალი ცნობილი მეწარმე, მსახიობი და პოლტიკოსი იმყოფებოდა. ტიტანიკის ჩაძირვა სამოქალაქო ზღვაოსნობის ყველაზე დიდ უბედურ შემთხვევად ჩაიწერა ისტორიაში, რომლის დროსაც 1523 ადამიანი დაიღუპა. ტიტანიკი აგებისას ყველაზე დიდი ორთქლმავალი გემი იყო. ყველას ეგონა, რომ იგი არასდროს ჩაიძირებოდა. ჩაძირვისას ასეთი დიდი რაოდენობით მსხვერპლის მიზეზი კი გემზე საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები არქონა გახდა.
 

1922 წლის 15 აპრილს კანადელმა მეცნიერებმა ფრედერიკ ბენტინგმა და ჩარლზ ბესტმა დიაბეტის მკურნალობისათვის საჭირო ინსულინი აღმოაჩინეს. ინსულინი პირველად 1869 წელში პანკრეასის უჯრედების კვლევებისას ქსოვილის შიგნით აღმოაჩინეს და მასზე სრული მუშაობა ე.ი. მისი განცალკევება და დიაბეტის მკურნალობაში გამოყენება 53 წლის შემდეგ დაიწყეს.
 

1931 წლის 15 აპრილს თურქული ისტორიის კვლევის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. ათათურქის დავალებით ჩამოყალიბებული 16 წევრიანი ორგანიზაციის მიზანი ათათურქის პრინციპების და რეფორმების, თურქეთის ისტორიის, თურქული კულტურის და ენის შესახებ მეცნიერული კვლევების ჩატარება, მისი საზოგადოებაში გავრცელება და დანერგვა იყო. 1935 წელს ამ ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და თურქული ისტორიის საზოგადოება ეწოდა. 1984 წელს მიღებული კანონით ეს საზოგადოება თურქეთის რესპუბლიკის ათათურქის კულტურის, ენის და ისტორიის უმაღლესი საბჭოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მისი ცენტრი თურქეთის დედაქალაქ ანკარაშია განთავსებული.

2000 წლის 15 აპრილს თურქული კინოს ცნობილ მსახიობთაგან ჰაიათი ჰამზაოღლუ ანტალიაში გარდაიცვალა. მას მრავალი ჯილდო ჰქონდა აღებული.


საკვანძო სიტყვები: აპრილი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები