ტერაქტი ლონდონში

შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდ

697218
ტერაქტი ლონდონში

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში პარლამენტის შენობის მახლობლად განხორციელებული ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა. ტერაქტის განმხორციელებელი პოლიციის მხრიდან მოკლული იქნა. პოლიციის სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია. ტერაქტის შემდეგ  ქვეყნის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ტერაქტის პარლამენტის შენობაზე განხორციელება შემთხვევითი არ არის. მეიმ ასევე აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით თავდამსხმელმა ვესტმისტერის ხიდზე ავტომობილი სამოქალაქო პირების მიმართ დაძრა, რის შედეგადაც ორი ადამიანი იქ დაიღუპა და მრავალი დაშავდა. ამის შემდეგ კი ტერორისტი პარლამენტის შენობის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად მისი ლიკვიდირება მოხდა.



მსგავსი ინფორმაციები