ინდოეთში მუსონური წვიმები დაიწყო

წყალდიდობას 17 კაცი შეეწირა

557012
ინდოეთში მუსონური წვიმები დაიწყო

 

ინდოეთიდან მიღებული ცნობებით მადია პრადეშის პროვინციაში დაწყებულმა მუსონურმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია, რასაც 17 კაცი ემსხვერპლა. ბიჰარის პროვინციაში 15 ათასზე მეტი კაცი 80 სხვადასხვა ბანაკში განათავსეს, ხოლო ქალაქ პატნაში წყლისა და კვების პროდუქტების დეფიციტს განიცდიან. ქვეყნის ჩრდილოეთში მდინარე განგის ადიდების საფრთხის გამო, მის ნაპირებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია მოახდინეს. 2013 წელს მუსონური წვიმების შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები