ჰილარი კლინტონი ოფიციალური კანდიდატი გახდა

მან 2383 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო

538742
ჰილარი კლინტონი ოფიციალური კანდიდატი გახდა

აშშ-ს 8 ნოემბრისათვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გახდა, რომელმაც ფილადელფიაში ჩატარებულ ყრილობაზე 2383 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო.

ამით, ნიუ ორკის სენატორი კლინტონი ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი გახდა და საკანდიდატო სიტყვას იგი ხვალ, 28 ივლისს წარმოთქვამს.

გასულ კვირას კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტად ვირჯინიის სენატორის, ტიმ ქაინეს კანდიდატურა გამოაცხადა.

8 ნოემბრის არჩევნებზე კლინტონის მეტოქე რესპუბლიკური პარტიიდან მილიარდერი დონალდ ტრამპი იქნება.

ამერიკაში 58-ედ ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და გამოვლინდება რიგით 45-ე პრეზიდენტი



მსგავსი ინფორმაციები