კოლუმბიაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

დაიღუპა 17 ჯარისკაცი

519556
კოლუმბიაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

კოლუმბიიდან გავრცელებული ინფორმაციებით, რომელიც ეყრდნობა სამხედრო წყაროებს, დედაქალაქ ბოგოტოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კალდასის პროვინციის პენსილვანიის მთიან რაიონში კვირა დღეს MI 17 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 17 ჯარისკაცი დაიღუპა.

ამავე ცნობით კატასტროფა უამინდობამ გამოიწვია და ამჟამად დაღუპულთა ჯარისკაცების გვამებამდე მიღწევას ცდილობენ.

კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა სამძიმრის მესიჯი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დაღუპულები ELN-ს სახელწოდების აჯანყებულების წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ  



მსგავსი ინფორმაციები