სირიის სამთავრობო ძალებმა ოპერაცია განახორციელეს

დაღუპულია 60 ადამიანი

65680
სირიის სამთავრობო ძალებმა ოპერაცია განახორციელეს



სირიის სამთავრობო ძალებმა ოპოზიციის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელეს.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ესადის დაქვემდებარებაში მყოფმა შენაერთებმა საჰაერო ძალების დახმარებით შეტევა განახორციელეს, რასაც 60 კაცი ემსხვერპლა.

სირიის ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტის განცხადების მიხედვით კი არმიის ვერტმფრენებმა ალეპო და მისი მიმდებარე ტერიტორიები, რომლებიც ოპოზიციის კონტროლის ქვეშაა, ე. წ. ”ბარელის ბომბებით” დაბომბეს, რის შედეგადაც მრავალი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და მოსახლეობა უსაფრთხო ზონებში გაიქცა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დედაქალაქ დამასკოს რეგიონებზე დუმაზე, დარეაზე, ჯობარსა და მულეიჰაზე რეჟიმის ძალებმა შეტევა განახორციელეს და იდლიბი, ლაზკიე და დერა საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს.

სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სანა კი იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის მაშტაბით ჩატარებული ოპერაციების დროს მრავალი შეიარაღებული დაჯგუფება გააუვნებელყვეს და მათი აღჭურვილობები კი გაანადგურეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები