აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადა 5 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

ამერიკის შეერთებული შტატებში, კალიფორნიაში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადა 5 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.  

სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ ორენჯ ქონთის უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილის კორი მარტინოს განცხადებით, თვითმფრინავი, რომელშიც მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, ქალაქ იორბა ლინდაში მდებარე სახლს დაეცა, რის შედეგადა პილოტი და სახლში მყოფი 4 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.  

მისივე თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები გარშემო მიმოიფანტა და ქუჩაზე ორმო გაჩნდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.



მსგავსი ინფორმაციები