კიევი ანკარისგან 12 ცალ უპილოტოს შეიძენს

ამის შესახებ ინფორმაცია პოროშენკომ სოციალური მედიით გაავრცელა

porosenko bayraktar iha1.jpg
porosenko bayraktar iha.jpg

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ თურქეთთან 12 ცალი Bayraktar TB2 სახელწოდების  უპილოტო საფრენი აპარატის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

ამავე მესიჯში პოროშენკომ მეტად მაღალი შეფასება მისცა თურქული უპილოტოების ოპერატიულ-ტაქტიკურ თვისებებს და სხვა სამხედრო ტექნიკურ შესაძლებლობებს.

თურქეთ-უკრაინას შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, ანკარა 1 წლის განმავლობაში გადასცემს კიევს უპილოტოებს, ხოლო ამის პარალელურად  3 ცალ სახმელეთო კონტროლის სისტემას და მათ აღჭურვილობასაც გადასცემს.

თურქეთმა ეს უპილოტოები წარმატებით გამოიყენა სირიის ჩრდილოეთში წარმოებული “ევფრატის ფარისა“ და “ზეთისხილის რტოს“ სახელწოდების ანტიტერორისტულ ოპერაციებში



მსგავსი ინფორმაციები