ამერიკამ თურქეთისთვის ანტისარაკეტო კომპლექს „პატრიოტის“ მიყიდვას მხარი დაუჭირა

ამერიკამ თურქეთისთვის ანტისარაკეტო კომპლექს „პატრიოტის“ მიყიდვას მხარი დაუჭირა

1109592
ამერიკამ თურქეთისთვის ანტისარაკეტო კომპლექს „პატრიოტის“ მიყიდვას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთისთვის ანტისარაკეტო კომპლექსპატრიოტის“, რომლის ღირებულებაც 3.5 მილიარდი დოლარი არის,  მიყიდვას მხარი დაუჭირა. ამერიკის თავდაცვის სამინისტრო, პენტაგონის უსაფრთხოების სააგენტომ გაყიდვების დამტკიცების თაობაზე წერილობით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 80 MIM-104Eპატრიოტ 3-ს (PAC-3) ანტისარაკეტო კომპლექსის მიყიდვას მხარი დაუჭირა. შეთანხმების ფარგლებში თურქეთს ოთხ ანტისარაკეტო კომპლექსი გადაეცემა. ამასთან, კონტრაქტში გათვალისწინებულია კომპლექსის აღჭურვილობაც.“   პენტაგონის  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანტისარაკეტო სისტემა თურქეთს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ნატოს  და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით იქნება გამოყენებული.



მსგავსი ინფორმაციები