საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, საიდანაც თურქეთში ყველაზე მეტი პაციენტი ჩამოდის სამკურნალოდ

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-ს შეკითხვებს უპასუხა

1097620
საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, საიდანაც თურქეთში ყველაზე მეტი პაციენტი ჩამოდის სამკურნალოდ

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-ს შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრის თქმით, სამედიცინო მომსახურების მიზნით ყველაზე მეტი ადამიანი თურქეთში აზერბაიჯანიდან, ერაყიდან, საქართველოდან, გერმანიიდან და რუსეთიდან ჩამოდის.

ჰაფრეთინ ქოჯას განცხადებით, პაციენტებს ონკოლოგის, თვალის, ნეიროქირურგიის და რადიოთერაპიის თაოსნობით ბევრ სფეროში ხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ და სამედიცინო ტურიზმში თურქეთის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი მდებარეობაა და 4 საათიანი ფრენით შესაძლებელია 1,5 მილიარდ ადამიანთან დაკავშირება და მოსახლეობის ეს ფენა საშუალო-მაღალი შემოსავლების მქონეა.

მინისტრმა დასძინა, რომ თმის გადანერგვის, ორგანოების ტრანსპლანტაციის, რადიოთერაპიის მსგავს სფეროებში სახელმწიფოებთან სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან შეთანხმებების გაფორმებას აპირებენ და დაამატა: „მსოფლიოში არ არის მეორე ქვეყანა, რომელიც ამ ფასებში ჩვენს მიერ შეთავაზებულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს...  დღემდე 1,5 მილიარდი დოლარი სამედიცინო ტურიზმიდან მივიღეთ. ეს არ არის საკმარისი. ვფიქრობთ რომ 2023 წლამდე სამედიცინო ტურიზმში ამის ხუთჯერ გაზრდაა შესაძლებელი.“



მსგავსი ინფორმაციები