პუტინმა არგენტინაში განცხადება გაავრცელა

“თუ აშშ-ი ბირთვული ძალების შეთანხმებიდან გავა, მაშინ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალი გამალებული შეიარაღება“

1098475
პუტინმა არგენტინაში განცხადება გაავრცელა

 

არგენტინის დედაქალაქში მიმდინარე G20-ის ლიდერთა სამიტში მონაწილე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ი 1987 წელს ხელმოწერილი საშუალო მანძილიანი ბირთვული ძალების შეთანხმებიდან გავა, მაშინ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალი გამალებული შეიარაღება, რადგან, ამერიკის გასვლა ხელშეკრულებიდან "უკონტროლო შეიარაღების რისკს გაზრდის და მსოფლიო კვლავ დაუბრუნდება ცივი ომის ეპოქას.

მანვე კმაყოფილება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმსა და ტრამპს შორის ბირთვული განიარაღების საკითხში მიმდინარე დიალოგის მიმართ, ხოლო ირანთან ხელმოწერილი შეთანხმების კი გარანტიის ქვეშ აყვანას დაუჭირა მხარი.

როგორც ცნობილია რამდენიმე ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი გავლენ რუსეთსა და მის ქვეყანას შორის ხელმოწერილი ბირთვულ ძალთა შეთანხმებიდან, რადგან, ისინი ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს, ხოლო რუსეთი კი არა, რის გამოც ხსენებულ შეთანხმებას გააუქმებენ.

1987 წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის 300-დან 3400 მილამდე სიგრძის საშუალო მანძილიანი ბირთვული მართვადი რაკეტების წარმოების აკრძალვას, ყიდვას ან ტესტირებას და ახლა ტრამპი რუსეთს სწორედ ამ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს



მსგავსი ინფორმაციები