დედამიწის მხოლოდ 23% დარჩა გამოუყენებული

ამის შესახებ Science Daily-ი იტყობინება

დედამიწის მხოლოდ 23% დარჩა გამოუყენებული

 

სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის, Science Daily-ს მიხედვით, დღევანდელ მსოფლიოში, დედამიწის მხოლოდ 23% დარჩა გამოუყენებული და ეს დაამტკიცეს გარემოს დაცვის მეცნიერებმა, რომლებმაც ისტორიაში პირველად შეადგინეს დედამიწაზე და ოკეანეებში იმ რეგიონების ზუსტი მასშტაბური რუკა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეხებია ადამიანის მსახვრალი ხელი.

მოკლედ, ამ მონაცემებით, დედამიწის მხოლოდ 23% და კიდევ ანტარქტიდის ზოგიერთი ნაწილიღა დარჩა ადამიანების მიერ აუთვისებელი და ხელუხლებელი.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რუსეთი, კანადა, ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები და ბრაზილია მიწაზე და ზღვებზე ხელშეუხებელი ტერიტორიების 70% -ს ფლობენ, და რომ ამ ქვეყნებს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ ველური ბუნების დაცვაში



მსგავსი ინფორმაციები