შოიგუ ბერძენ კოლეგას შეხვდა,

მან გაფრთხილება მისცა ევროპას და ნატოს

შოიგუ ბერძენ კოლეგას შეხვდა,

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შეფასება მისცა რა აშშ-ს საშუალო რადიუსიანი ბირთვული ძალების შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას, განაცხადა: “ევროპამ უნდა იცოდეს და გაიგოს იმ შედეგების შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ ვაშინგტონი მის ტერიტორიაზე განახორციელებს საშუალო მანძილიანი რაკეტების განლაგების პროექტს“.

მან ამის შესახებ განაცხადა თავის ბერძენ კოლეგასთან, პანოს კამმენოსთან შეხვედრის დაწყებამდე და ხაზი გაუსვა, რომ ძალიან აინტერესებთ ევროპელების რეაგირება აშშ-ს მხრიდან მიღებული ხსენებული გადაწყვეტილებისადმი.

მანვე  ევროკავშირსა და ნატოს შესთავაზათ, ამ საკითხის ირგვლივ ჯერ ფართო დებატები გამართონ და მერე მიიღონ დადგენილება.

როგორც ცნობილია აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა 1987 წელს ხელი მოაწერეს  საშუალო მანძილიანი ბირთვული ძალების შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავდა მათი მოკავშირეების დაცვას ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში, მაგრამ, ამ დღეებში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი აპირებს შეწყვიტოს და გავიდეს ამ ხელშეკრულებიდან, რომელიც დაიდო ცივი ომის პერიოდში და რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად ბირთვული ომის საფრთხის შესამცირებლად.

"ჩვენ ეს შეთანხმება ყოველთვის პატივისცემით დავიცავით, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთმა არ დაიცვა მისი პირობები, ამიტომაც ჩვენ შევწყვეტთ და გამოვალთ ამ ხელშეკრულებიდან", განაცხადა ტრამპმა



მსგავსი ინფორმაციები