რაყის მთავრობამ თურქეთთან გაფორმებული უსაფრთხოების თანამშრომლობის პროტოკოლი დაამტკიცა

რაყის მთავრობამ თურქეთთან გაფორმებული უსაფრთხოების თანამშრომლობის პროტოკოლი დაამტკიცა

რაყის მთავრობამ თურქეთთან გაფორმებული უსაფრთხოების თანამშრომლობის პროტოკოლი დაამტკიცა

ერაყის მთავრობამ თურქეთთან გაფორმებული უსაფრთხოების თანამშრომლობის პროტოკოლი დაამტკიცა.

ახალი მთავრობის შექმნამდე მოვალეობის შემსრულებლის ჰაიდარ იბადის ოფისში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრთა საბჭომ, ერაყისა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული უსაფრთხოების თანამშრომლობის პროტოკოლი დაამტკიცა.

განცხადებაში აღნიშნული პროტოკოლის დეტალებზე საუბრია არ არის.   

ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინიტროდან მიღებული ცნობების მიხედვით, პროტოკოლი მიზნად ისახავს საზღვრის უსაფრთხოების საკითხზე ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების კოორდინაციას.

ამავე ცნობების მიხედვით, ამჟამად საზღვრის უსაფრთხოებას ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საზღვრის დაცვის ძალები იცავენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერაყი თავის ტერიტორიაზე იმისათვის, რომ თურქეთის მიმართულებით რაიმეს სახის თავდასხმას ადგილი არ ჰქონდეს, უმაღლესი დონის კოორდინაციით მუშაობს და პატივისცემა გამოიხატება ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ.

იბადიმ გასულ თვეში თურქეთთან მოსაზღვრე რეგიონის უსაფრთხოებისთვის შეიარაღებული ძალების განლაგების მითითება გასცა.  


საკვანძო სიტყვები: ერაყი , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები