პაკისტანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

მას ერთდროულად 2 ქობინის მატარებელი სისტემა გააჩნია

პაკისტანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

 

პაკისტანის შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების განცხადებით, ქვეყნის არმიამ წარმატებით გამოსცადა გრძელ მანძილიანი "Ghauri"-ს სახელწოდების რაკეტა, რომელიც ერთდროულად  ორ, ჩვეულებრივი და ბირთვული რაკეტის ქობინების მატარებელ სისტემას შეიცავს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 1300 კილომეტრიანი მანძილის რაკეტა გაზრდის ქვეყნის ბირთვულ შესაძლებლობებს და ამასთან ხელს შეუწყობს რეგიონალური სტაბილურობის განმტკიცებას.

“გაურის“ პირველი ტესტირების დასრულების შემდეგ, პაკისტანის პრეზიდენტმა არიფ ალვიმ, პრემიერ მინისტრმა იმრან ჰანმა და გენერალური შტაბის უფროსმა ზუბეირ მაჰმუდმა ეს მორიგი წარმატება მიულოცეს პაკისტანელ ხალხს.



მსგავსი ინფორმაციები