კონგოში ებოლას ეპიდემიის გამო დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის გამო დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

კონგოში ებოლას ეპიდემიის გამო დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის გამო დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ივლისის თვის ბოლო ჩრდილოეთ კივუს შტატში ეპიდემიის დაწყების შემდეგ დადგენილი ჰემორაგიული ცხელების 131 შემთხვევიდან 100 ებოლას ვირუსს ატარებს.  

აღნიშნული 100 ადამიანიდან კიდევ 5 დაუღუპა, რითაც ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა.

ამასთანავე 131 ჰემორაგიული ცხელების შემთხვევას შორის 30 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა მიზეზიც დაუდგენელია არ არის თუ არა ებოლა.

იმის გამო, რომ არ არსებობს გარდაცვლილ ადამიანებზე ტესტის ჩატარების საშუალება, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.  

ამასთანავე რეგიონში 8 აგვისტოს დაწყებული კამპანიის ფარგლებში 7 ათას 409 ადამიანს ვაქცინაცია ჩაუტარდა.

ქვეყანაში წინა ებოლას ვირუსი ეკვადორის შტატში გაჩნდა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1976 წელს გაჩენილი ებოლას ვირუსი 2013 წლის დეკემბერში დასავლეთ აფრიკაში გავრცელდა.

გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში 2014-2017 წლებში ებოლას ვირუსით 30 ათასამდე ადამიანი დაავადა, რომელთაგანაც 11 ათასზე მეტი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: ეპიდემია , ვირუსი , ებოლა , კონგო

მსგავსი ინფორმაციები