მწერების რაოდენობის ზრდამ შესაძლოა მსოფლიოში შიმშილობა გამოიწვიოს

მსოფლიო შესაძლოა შიმშილობის დაწყების წინაშე აღმოჩნდეს

მწერების რაოდენობის ზრდამ შესაძლოა მსოფლიოში შიმშილობა გამოიწვიოს

მსოფლიო შესაძლოა შიმშილობის დაწყების წინაშე აღმოჩნდეს

გასულ კვირაში ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ტემპერატურის მატება მსოფლიოს მასშტაბით იწვევს იმ მწერების კატასტროფული რაოდენობით გაზრდას, რომლებიც ნათესებს ანადგურებენ.

ნაშრომში ნათქვამია, რომ მწერების რაოდენობის ასეთმა ზრდამ შესაძლებელია საკვების დეფიციტი გამოიწვიოს.

მკვლევარებმა ტემპერატურის და მწერების რაოდენობის მატების, საკვებ პროდუქტებზე გავლენის დასადგენად მწერების ბრინჯზე, სიმინდსა და ხორბალზე გავლენა გამოიკვლიეს.

ამის შემდეგ კი კლიმატის მონაცემები, პროდუქციის სარგებლიანობის სტატისტიკა, მწერების მეტაბოლური დონე და დემოგრაფიული მონაცემები მიამატეს და 2050 წლამდე მოსავლის ზიანის პოტენციალი გამოითვალეს.     

კვლევების მიხედვით, საშუალოდ გლობალური ზედაპირის 10-25 გრადუსით გათბობით განსაკუთრებით მსოფლიოს ჩრდილოეთის ზომიერ ზონაში სავარაუდოდ, ხორბლის, სიმინდის და ბრინჯის ნაყოფიერება შემცირდება.

კოლორადოს უნივერსიტეტის ბოლუდერი-ს პროფესორმა და ნაშრომის ავტორმა ჯაშ თიუქსბერიმ განაცხადა: „კლიმატური ცვლილებების გამო მწერების გავლენა შესაძლოა იმაზე მეტი იყოს ვიდრე პირდაპირ კლიმატური გავლენა მოსავალზე.“  

ნაშრომი აჩვენებს, რომ მსოფლიოს უდიდეს სიმინდის მწარმოებელ აშშ-ში 2050 წლამდე მწერებისგან გამოწვეული ზიანი შესაძლოა დაახლოებით 36%-მდე გაიზარდოს.

ამავდროულად მსოფლიოს ბრინჯის უდიდესმა მწარმოებელმა ჩინეთმა 2050 წლამდე წლიურად 27 მილიონ ტონაზე მეტი მწერებისგან გამოწვეული ზიანი მიიღოს.

ასევე დიდი დანაკარგი შეიძლება განიცადოს ევროპის ქვეყნებში წარმოებულმა ხორბალმა. მხოლოდ საფრანგეთმა 2050 წლამდე შესაძლოა საშუალოდ 2,5 მილიონი ტონა ხორბალი დაკარგოს.


საკვანძო სიტყვები: მწერები , შიმშილობა , მსოფლიო

მსგავსი ინფორმაციები