საეს-ომ ირანის ბირთვული ობიექტები შეამოწმა

“თეირანი ასრულებს შეთანხმების პირობებს“

საეს-ომ ირანის ბირთვული ობიექტები შეამოწმა

 

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (UAEA) იტყობინება, რომ ირანის სახელმწიფო, ყოვლისმომცველი ერთობლივი სამოქმედო გეგმის (KOEP) ფარგლებში, ბირთვული შეთანხმების პირობებს ასრულებს.

UAEA-ს მხრიდან მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათ ინსპექტორებს, ბირთვული შეთანხმებისა და დამატებითი ოქმების ფარგლებში, ირანში ყველა ბირთვული ობიექტის შემოწმების უფლება მიეცათ და ამ შემოწმების შედეგად ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ თეირანის მძიმე წყლისა და დაბალი გამდიდრებული ურანიუმის მარაგი შეთანხმების ფარგლებშია და არ აღემატება დადგენილ ნორმებს.

როგორც ცნობილია, ირანისა და გაეროს უშიშროების საბჭოს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და რუსეთი) ხუთ მუდმივ წევრსა და კიდევ გერმანიას შორის,  2015 წლის 14 ივლისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ხელი მოეწერა ბირთვულ შეთანხმებას, რის კვალობაზე დასავლეთმა ირანს სანქციები მოუხსნა.

მაგრამ, მიმდინარე წლის მაისში ტრამპი გამოვიდა ამ შეთანხმებიდან და 7 აგვისტოდან ირანს სანქციები განუახლა. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ისინი ირანთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ, რათა ბოლომდის დაიცვან შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები



მსგავსი ინფორმაციები