თურქმა დისერტანტმა მსუბუქი და ტყვიაგაუმტარი ჯავშანი შექმნა

სნაიპერის შაშხანამაც ვერ გახვრიტა იგი

თურქმა დისერტანტმა  მსუბუქი და ტყვიაგაუმტარი ჯავშანი შექმნა

 

თურქეთის ჯუმჰურიეთის სახელობის უნივერსიტეტის მეტალურგიისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დისერტანტმა ჩაღათაი ქირიქლარმა, 9 თვიანი სადისერტაციო მუშაობის შემდეგ მსუბუქი და ტყვიაგაუმტარი ჯავშანი შექმნა.

პოლიციელებმა სასროლ პოლიგონზე გამოსცადეს ეს ჯავშანი და 50-100 მეტრის სიშორიდან, HK-33 მარკის სნაიპერულ შაშხანიდან ნასროლი ტყვიებითაც კი ვერ გახვრიტეს იგი.

თავის ანალოგებზე ყველაზე უფრო მსუბუქი, ნაკლები ღირებულების და ეფექტური ჯავშანი შეიძლება ჩაცმულ იქნას უნიფორმის ქვეშიდან და იგი მეტად გამოადგებათ ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ უსაფრთხოების ძალებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო მალე მის სერიულ წარმოებას დაიწყებს



მსგავსი ინფორმაციები