მიკროსოფტი რუს ჰაკერებს კიბერშეტევებში სდებს ბრალს

“ჩვენ შევძელით შეტევების დაბლოკვა“

მიკროსოფტი რუს ჰაკერებს კიბერშეტევებში სდებს ბრალს

 

ამერიკულმა პროგრამულმა კომპანიამ, Microsoft-მა განაცხადა, რომ რუსი ჰაკერების მასიური კიბერშეტევების დაბლოკვა მოახდინეს.

კომპანიის განაცხადებით, რუსი ჰაკერები ცდილობდნენ ამერიკელ რესპუბლიკელებთან დაახლოებული ანალიტიკური ცენტრების ინფორმაციებს გაცნობოდნენ,  მაგრამ მათ ხელი შეუშალეს.

კომპანიის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ჰაკერებს კავშირები აქვთ რუსეთის მთავრობასთან და ამით ისინი ცდილობენ ჩაერიონ ამერიკაში მოახლოებულ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში.

ოფიციალურმა რუსეთმა კი უარყო ბრალდებები. კრემლის პრეს წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა Microsoft-ი დაადანაშაულა მტკიცებულების წარუდგენლობაში.

"არ ვიცით, რა ჰაკერებზე ლაპარაკობთ და არც ის ვიცით, თუ როგორ ჩაერევიან ისინი არჩევნებში", განაცხადა პესკოვმა.



მსგავსი ინფორმაციები