რუსეთი მომავალ წელს მიაწვდის თურქეთს S-400 სისტემებს

2 სისტემის ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია

რუსეთი მომავალ წელს მიაწვდის  თურქეთს S-400 სისტემებს

 

რუსეთიდან S-400 სარაკეტო თავდაცვითი სისტემების მიწოდება თურქეთისათვის 2019 წლის პირველ ნახევარში მოხდება. ამის შესახებ İnterfaks-ს განუცხადა რუსეთის სახელმწიფო დაცვის კომპანია Rosoboronexport-მა. ეს კომპანია თავის უცხოელ სავაჭრო პარტნიორებთან შესყიდვებს ეროვნული ვალუტებით გეგმავს.

თურქეთი, რუსეთისგან ორი S-400 სისტემის ყიდვას ითვალისწინებს და ამ გარიგების ჯამური ღირებულება შეადგენს 2.5 მილიარდ დოლარს. ამით თურქეთი ნატოს წევრი პირველი სახელმწიფო გახდება, რომელიც რუსულ იარაღს გამოიყენებს.

ამ სისტემას გააჩნია საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების, ასევე ნებისმიერი ადამიანისა თუ უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესაძლებლობა. მისი მაქსიმალური მანძილი 400 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური სიმაღლე 30 კილომეტრი.

გარდა ამისა, მას შეუძლია თითოეულ სამიზნეზე ორი რაკეტის ჩაკეტვა და 80 სამიზნის ერთდროულად განადგურება. მას აქვს შესაძლებლობა ასევე გაანადგუროს შუალედური ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 3500 კილომეტრიდან არის ნასროლი.

სისტემის თითოეული რაკეტის წონა არის 1.8 ტონა, 8 მეტრი სიგრძისა და დაახლოებით 50 სანტიმეტრი დიამეტრის. მასვე შეუძლია ზიდოს 145 კილოგრამიანი ქობინები



მსგავსი ინფორმაციები