ეროვნული თავდაცვის პროექტები 4

ეროვნული თავდაცვა და თანამგზავრები

ეროვნული თავდაცვის პროექტები 4

მსოფლიოს თითოეული სახელმწიფო მნიშვნელოვან ინვესტიციებს აწარმოებს თავდაცვის სექტორში, რათა დაიცვას თავისი ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოება. ამ მხრივ თურქეთიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, რადგან, იგი მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე არასტაბილურ და კონფლიქტურ რეგიონში მდებარეობს. ასე რომ, თურქეთი იმ პირველი 15 ქვეყნის სიაში შედის, რომლებთა მაღალი სამხედრო ხარჯები გააჩნიათ. გასულ წელს თურქეთმა ბიუჯეტიდან 29 მილიარდი ლირა გამოყო სამხედრო ხარჯებისთვის, რაც ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 4,62%-ს წარმოადგენდა. ცნობილია, რომ თურქეთს ერთის მხრივ სამოქალაქო ომებით გატანჯული ერაყი და სირია ესაზღვრება, ხოლო მეორეს მხრივ ათეულობით წლებია რაც ქურთულ სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ას და სხვა მემარცხენე თუ მემარჯვენე შეიარაღებულ ორგანიზაციებსაც ებრძვის, მათ შორის PYD/YPG-ს, DEAŞ-ს, DHKP-C-ს და ა.შ. ასეთი მდგომარეობა ანკარას აიძულებს როგორც სამხედრო იარაღების იმპორტს, ასევე თვითწარმოების გაზრდასაც. მის ფარგლებში ამ ციკლური პროგრამის წინა ნომრებში ეროვნული სამხედრო გემების, უპილოტოების, ვერტმფრენების წარმოებაზე გესაუბრეთ, დღეს კი კოსმოსურ თანამგზავრებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას და ამ მიზნით თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც იგი წერს:

თურქეთში თავდაცვის მრეწველობის განვითარება ფაქტიურად 2004 წლიდან იწყება, როცა სექტორი აქტიურად გადავა სამამულე იარაღების და სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე. ასე რომ, 2004 წლამდე თუ ადგილობრივი წარმოების იარაღისა და ტექნიკის ზღვარი მხოლოდ 20%-ს შეადგენდა, დღეს ამ ციფრმა 65%-ს გადააჭარბა. ზოგიერთი ტექნიკის, ასე მაგალითად უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში კი ამ ზღვარმა 90%-ს მიაღწია.   

670

 

ჩვენ შევედით მთელს მსოფლიოში იმ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს შორის, რომლებიც აწარმოებენ უპილოტო  საფრენ აპარატებს, მათ შორის თვითმკვლელ კამიკაძე უპილოტოებს, (Alpagu/ალფაგუს და Kargu/კარგუს, რომელთა შესახებაც გესაუბრეთ ამ ციკლური პროგრამის წინა, მე-3 ნომერში. დღესდღეობით თურქეთი სამხედრო მრეწველობაში მარტო თავის თავს კი არ აკმაყოფილებს, არამედ მათი ექსპორტიც დაიწყო და მის ფარგლებში მოკავშირე და მეგობარ ქვეყნებს ვამარაგებთ ისეთი სამხედრო ტექნიკით, როგორებიც არიან სანაპირო დაცვის კატარღები, ეროვნული გემები და ვერტმფრენები, ჯავშანტრანსპორტიორები, საპატრულო გემები, უპილოტოები, რაკეტები, სამხედრო კავშირგაბმულობის, მართვისა და კონტროლის სისტემები და ა.შ.

თურქეთმა 2002 წელს, დაახლოებით 5.5 მილიარდი დოლარის ბიუჯეტით 66 სხვადასხვა თავდაცვის პროექტი განახორციელა, დღეს ეს ციფრი თითქმის 11-ჯერ გაიზარდა და 60 მილიარდი დოლარი გახდა რა, 600-ზე მეტი თავდაცვის პროექტს ახორციელებს. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი უპილოტოებია და ბოლო 4 წლის განმავლობაში 46 ცალი “Bayraktar TB2“ მარკის უპილოტო საფრენი აპარატი ვაწარმოეთ, რომლებიც ქურთი ტერორისტების ნამდვილ რისხვად გადაიქცნენ.

 

ეროვნული თანამგზავრები

თურქეთმა თავდაცვის სფეროში შეძენილი გამოცდილების ფარგლებში სამამულე წარმოების კოსმოსური თანამგზავრების დამზადებაც დაიწყო. თურქი ინჟინრების მიერ დამზადებული პირველი სატელიტური თანამგზავრი RASAT/რასათი კოსმოსში გატყორცნილ იქნა 2011 წელს, მეორე სატელიტური თანამგზავრი Göktürk/გოქთურქი-2 2012 წელს, მესამე თანამგზავრი Göktürk/გოქთურქი-1 კი 2016 წელს და ისინი წარმატებით აგრძელებენ კოსმოსში თავიანთი მისიის შესრულებას. ამ თანამგზავრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელია ანტიტერორისტული ოპერაციებისადმი მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში მათი მხრიდან კოსმოსიდან გადაღებული სურათებით ტერორისტების ადგილსამყოფელი დგინდება და შემდეგ მათი ლიკვიდირება ხდება. ამის პარალელურად თურქეთმა დამატებით სატელიტური სისტემის ინტეგრაციისა და ტესტების (uset) ცენტრიც შექმნა რა, პირველი ეროვნული სატელეკომუნიკაციო სატელიტური თანამგზავრი, Turksat/თურქსათი-6 2020 წელს განთავსდება ორბიტაზე. თავდაცვის მრეწველობის გეგმის მიხედვით, Göktürk-1სახელწოდების თანამგზავრი  Göktürk-2-ზე ადრე უნდა გატყორცნილიყო საფრანგეთის კუთვნილი პოლიგონიდან, მაგრამ, ისრაელის ზეწოლის გამო ეს გატყორცნა ვერ განხორციელდა და Göktürk-2-ის ჩინეთიდან გატყორცნიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი Göktürk-1 გატყორცნა

როგორც ამ დღეებში განაცხადა თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა, თურქეთის კოსმოსური სააგენტო  ამ წელიწადში შეიქმნება და იგი ერთის მხრივ კოორდინაციას გაუწევს კოსმოსურ პროექტებს, მეორეს მხრივ თურქი ასტრონავტების მომზადების სამუშაოებს დაიწყებს, ხოლო მესამეს მხრივ ახლო ურთიერთანამშრომლობას დაიწყებს საერთაშორისო კოსმოსურ სააგენტოებთან, წერს  თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი თარქან ზენგინი



მსგავსი ინფორმაციები