ღორებს ფილტვები გადაუნერგეს

ღორებმა ამ ოპერაციის შემდეგ რამდენიმე კვირა იცოცხლეს

ღორებს ფილტვები გადაუნერგეს

 

აშშ-ს ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, თავიანთი მხრიდან განვითარებული ფილტვები, წარმატებული ოპერაციით ღორებს გადაუნერგეს.

აშშ-ს პოპულარული სამეცნიერო ჟურნალ Science News-ის თანახმად, ღორებმა ამ ოპერაციის შემდეგ რამდენიმე კვირა იცოცხლეს.

მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ორგანოების ღორებში გადგმული ფესვების შედეგად, გადანერგილი ფილტვების ქსოვილში ჯანსაღი სისხლძარღვები განვითარდა.

ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა შაქრისა და სარეცხი ფხვნილის ნაზავის გამოყენებით ცხოველებისგან აღებული ერთი უჯრედის კულტის გაზრდა დაიწყეს.

ბიორეაქტიურ ავზში 30 დღის განმავლობაში საკვები ნარჩენებთან ერთად მყოფმა ფილტვებმა გაზრდა დაიწყეს და შემდეგ ეს მზა ორგანოები ოთხი ღორიდან ამოღებული მარცხენა ფილტვების ადგილზე წარმატებით იქნენ გადანერგილნი.

მეცნიერებმა  იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში ამ მეთოდს კიდევ უფრო დახვეწენ და განავითარებენ რა, უფრო ჯანსაღ ორგანოს მიიღებენ.



მსგავსი ინფორმაციები