თურქი მეცნიერები ხელოვნური კანის შექმნაზე მუშაობენ

პროექტს მხარს უჭერს TUBITAK-ი.

თურქი მეცნიერები ხელოვნური კანის შექმნაზე მუშაობენ

სტამბოლის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლები ადამიანის ხელოვნური კანის შექმნაზე მუშაობენ და ამ პროექტს მხარს უჭერს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭო, TUBITAK-ი.

ამჟამად სხვადსხვა უნივერსიტეტებში მომუშავე თურქი მეცნიერები მუშაობენ სამედიცინო პროდუქციებისა და მასალების დამზადებაზე, ინექციების შემუშავებაზე, ჯანდაცვის მრავალმხრივ პროგრამებზე, ვაქცინაციის კვლევებზე, მედიკამენტების და სამედიცინო აპარატ-დანადგარების წარმოებაზე, ჯანდაცვის და სამედიცინო საკონსულტაციო მომსახურებაზე, ბიო-სამედიცინო საინჟინრომომსახურებაზე, უჯრედების ქსოვილების წარმოებაზე და ა.შ.

ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ერთის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მეორეს მხრივ კი დააჩქარებს სამამულე მედიკამენტების, აპარატ-დანადგარების, ვაქცინების, უჯრედების ხელოვნური ქსოვილების და სხვათა წარმოებას.

პროექტის მენეჯერმა, პროფესორმა ერქან თურქერ ბორანმა განაცხადა, რომ ადამიანის სხეულში მნიშვნელოვანი ფუნქციის შემსრულებელი კანის დაზიანებამ შეიძლება ძალზედ მძიმე შედეგები, მათ შორის სიკვდილიც კი გამოიწვიოს, ამიტომაც ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაზიანებული კანის შეცვლა, რაც ხშირად ვერ ხდება თვით ადამიანის კანითვე და ამიტომ აუცილებლობა გახდა ხელოვნური კანის წარმოება, რომლის პროექტზე მუშაობას წარმატებიტ აგრძელებენ და იმედი გამოთქვა, რომ მალე ხელოვნური კანის სერიულ წარმოებას დაიწყებენ



მსგავსი ინფორმაციები