დღეს თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ჩატარდება

შეხვედრაზე განხილული იქნება თავდაცვის მრეწველობის პროექტები

დღეს თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ჩატარდება

ახალი სისტემის პირველი თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართება.  

შეხვედრაზე განხილული იქნება თავდაცვის მრეწველობის პროექტები.

კომიტეტი, თურქეთის შეიარაღებული ძალების და შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პრიორიტეტების მიხედვით თანამედროვე იარაღის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საჭირო ინვენტარის ქვეყნის შიგნით ან საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ შეძენის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

პრეზიდენტ ერდოღანის 100 დღიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემავალი 400 პროექტიდან 48 თავდაცვის სფეროდანაა.

დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში ეს პროექტებიც შევა.

ამავდროულად, განსახილველ საკითხებს შორის იქნება აშშ-თან F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შეძენის საკითხზე წარმოქმნილი დაძაბულობა.



მსგავსი ინფორმაციები