ბოინგი ჰიპერსონალურ სამგზავრო თვითმფრინავს გამოუშვებს

იგი ხმაზე 5 ჯერ უფრო დიდი სიჩქარის იქნება

ბოინგი ჰიპერსონალურ სამგზავრო თვითმფრინავს გამოუშვებს


ამერიკული თვითმფრინავის მწარმოებელი კომპანია Boeing-ი,  ხმაზე 5 ჯერ უფრო დიდი სიჩქარის, ჰიპერსონალური სამგზავრო თვითმფრინავის პროექტზე მუშაობს, რომელიც საათში 6 ათას 120 კმ-ის სიჩქარით იფრენს.

ასე რომ, ნორმალური თვითმფრინავით ნიუ ორკი - ლონდონის რეისის მგზავრობის ხანგრძლივობა ახლა თუ 8 საათია, ჰიპერსონიკით 2 საათამდე დაეცემა.

ეს პროექტი მოქმედებაში დაახლოებით 20 წლის შემდეგ შევა და მას თავდაპირველად 32 მგზავრის გადაყვანა შეეძლება.

ჰიპერსონიკული თვითმფრინავის ზედაპირზე მაღალტემპერატურული რეზისტენტული მასალების გამოყენებაა  დაგეგმილი, რათა მან შესძლოს ჰიპერსონული სიჩქარე.

ატლანტის აერონავტიკისა და საჰაერო კვლევის ინსტიტუტში ამ ახალი თვითმფრინავის პროექტზე მუშაობა 6 წელს გრძელდებოდა



მსგავსი ინფორმაციები