ტრანს ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენი ხვალ გაიხსნება

ტრანს ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის დასრულებული ნაწილის გახსნის ცერემონიალი ხვალ ქალაქ ესქიშეჰირში გაიმართება

ტრანს ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენი ხვალ გაიხსნება

ისტორიული პროექტი, ტრანს ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის დასრულებული ნაწილის გახსნის ცერემონიალი ხვალ (12.06.2018) ქალაქ ესქიშეჰირში გაიმართება.

1850 კილომეტრიანი პროექტის 1340 კილომეტრიანი ნაწილი ექსპლოატაციაში შევა.

ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.  

ტრანს-ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენი, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე არდაჰანის დაბა ფოსოვში მდებარე სოფელ თურქგოზუში დაიწყება, 20 პროვინციასა და 67 დაბაზე გაივლის და 1850 კილომეტრის შემდეგ ედირნეს დაბა იპსალაში დასრულდება, აქედან კი ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებს გაეგზავნება.

ტანაპ-ის წლიური მოცულობა მთლიანობაში 16 მილიარდი კუბური მეტრი იქნება და აქედან 10 მილიარდი კუბური მეტრი ევროპას, 6 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთს მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში დასაქმებული იქნა 13 ათასი ადამიანი, მშენებლობაში გამოყენებული მილების 80% თურქეთში ექვსმა სხვადასხვა ფირმამ დაამზადა.

ტანაპ-ის ათას 110 მეტრიანი საქარიის გადასასვლელი, ევროპის ყველაზე გრძელი ქალაქის გადასასვლელია.

ტანაპ-ის მშენებლობას საძირკველი 2015 წლის 17 მარტს ყარსში ჩაეყარა და მილსადენში გაზის სატესტო გავლა 2018 წლის 23 იანვარს მოხდება.


საკვანძო სიტყვები: მილსადენი , ბუნებრივი აირი , ტანაპი

მსგავსი ინფორმაციები