ხანგრძლივი სიცოცხლისათვის სწრაფი სიარულია საჭირო

დღეში ნახევარი საათი სპორტი და ჯანსაღი კვება სიცოცხლეს 10 წლით ახანგრძლივებს

ხანგრძლივი სიცოცხლისათვის სწრაფი სიარულია საჭირო

ინგლისში გამომავალ ჟურნალ, „სპორტული მედიცინაში“ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით ხანგრძლივი სიცოცხლისათვის სწრაფი სიარულია საჭირო. ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით სწრაფად მოსიარულე ადამიანებში გულის დაავადების რისკები საგრძნობლად მცირდება. ამავე განცხადების მიხედვით 60 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებში, რომლებიც სწრაფი ტემპით დადიან გულის დაავადებიდან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 53%-ით იკლებს. მეცნიერების აზრით საათში 5-7 კილომეტრი სისწრაფით სიარული საკმარისია. ინგლისელი მკვლევარები ასევე ამტკიცებენ, რომ დღეში ნახევარი საათი სპორტით დაკავება და ჯანსაღი კვება სიცოცხლეს 10 წლით ახანგრძლივებს.



მსგავსი ინფორმაციები