თურქეთის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა აპრილში დაიწყება

მისი მშენებლობა 20 მილიარდი დოლარი დაჯდება

თურქეთის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა აპრილში დაიწყება

 

რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკის ორგანიზაციის, Rosatom-ის თავჯდომარემ ალექსეი ლიხაჩევმა განაცხადა, რომ თურქეთის ქალაქ ადანის მახლობელ აქქუის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას აპრილში დაიწყებენ.

ლიხაჩოვმა საერთაშორისო ატომური ენერგიის  სააგენტოს 61-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე აქქუის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ჟურნალისტების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება  და “პირველ ბეტონს“ ჩაყრიან.

“ბირთვული სადგურის მშენებლობის დაწყებისათვის მთლიანობაში 101 ლიცენზიაა საჭირო და ჩვენ უკვე 90 ლიცენზია მოვიპოვეთ“, განაცხადა ლიხაჩოვმა.

თურქეთის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა 20 მილიარდი დოლარი დაჯდება და მისი პირველი ობიექტის ექსპლოატაციაში გადაცემა 2023 წლისთვისაა გათვალისწინებული



მსგავსი ინფორმაციები