იაპონიამ მორიგი სადაზვერვო თანამგზავრი გატყორცნა

ეს თანამგზავრი H-2A ტიპის რაკეტით გატყორცნეს

919190
იაპონიამ მორიგი სადაზვერვო თანამგზავრი გატყორცნა

 

იაპონიაში ოპტიკურად აღჭურვილი სადაზვერვო თანამგზავრი გატყორცნეს კოსმოსში.

იაპონიის საინფორმაციო სააგენტო "კიოტოს" ცნობით, იაპონიის კოსმოსური კვლევის სააგენტო JAXA-ს და Mitsubishi-ის ერთობლივად წარმოებული თანამგზავრი, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან, H-2A ტიპის რაკეტით გატყორცნეს.

ამით იაპონიის მიერ ორბიტაზე გაგზავნილ სადაზვერვო თანამგზავრთა რაოდენობა 7 გახდა, თუმცა, უახლოეს ხანებში მათი რაოდენობის 10-მდე გაზრდას აპირებენ.

რადარით აღჭურვილი თანამგზავრები შეძლებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოსახულებიანი სურათების დედამიწაზე გაგზავნას ყოველგვარ ამინდში, ღამის განმავლობაშიც და მოღრუბლულ ამინდშიც.

ოპტიკური აღჭურვილობის მქონე რადარები როგორც ადამიანის თვალები, ისე ხედავენ და იღებენ სურათებს



მსგავსი ინფორმაციები