ფილიპინებში ამოიფრქვა მაიონის ვულკანი

ფილიპინებში ამოიფრქვა ყველაზე აქტიური ვულკანი მაიონი

ფილიპინებში ამოიფრქვა მაიონის ვულკანი

ფილიპინებში ამოიფრქვა ყველაზე აქტიური ვულკანი მაიონი. ფილიპინების ვულკანოლოგიის და სეისმოლოგიური ინსტიტუტის ცნობით ამოფრქვეულმა ნაცარმა და კვამლმა დაახლოებით, 2.500 მეტრს მიაღწია.

ინსტიტუტმა, მაიონის ვულკანისთვის გაფრთხილების დონე, მეორე კატეგორიიდან მეოთხეზე აიყვანა. რეგიონის ხალხი გაფრთხილებულ იქნა, იმისათვის, რათა არ განიცადონ ამოფრქვეული ნაცრის ზეგავლენა, გამოიყენონ ნიღაბი. ვულკანის ამოქმედების შემდეგ, გასულ კვირას, რეგიონიდან ევაკუირებულ იქნა 21.000 ადამიანი.  

უკანასკნელად, ვულკანის 2013 წლის მაისში ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 4 ევროპელი ალპინისტი და ერთი ფილიპინელი გიდი.

ვულკანის, 1987 წელში ამოფრქვევას კი, შეეწირა 100-დე ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები