ბულგარეთმა რუსეთთან MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების შეკეთებასთან დაკავშირებული შეთანხმება შეაჩერა

ბულგარეთმა უკრაინის კომპანია უკრობორონპრომის საჩივრის გამო რუსეთთან MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების შეკეთებასთან დაკავშირებული შეთანხმება შეაჩერა

872867
ბულგარეთმა რუსეთთან MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების შეკეთებასთან დაკავშირებული შეთანხმება შეაჩერა

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის კრასიმირ კარაკაჩანოვის განცხადებით, უკრაინის კომპანია უკრობორონპრომის საჩივრის გამო რუსეთთან MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების შეკეთებასთან დაკავშირებული შეთანხმება შეაჩერეს.

ბულგარეთის კუთვნილი 15 საბრძოლო თვითმფრინავის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით რუსულ კომპანიასთან RSK MiG-თან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ბულგარეთის კონკურენციის დაცვის კომისას უკრაინულმა კომპანიამ მიმართა, რის გამოც იძულებულები გახდნენ სარემონტო პროცესები შეეჩერებინათ.

კარაკაჩანოვის განცხადებით, კომპანია უკრობორონპრომს ბულგარეთისათვის საჭირო სარემონტო მომსახურების ლიცენზია და შესაძლებლობები არ გააჩნია და ის რაც ამ კომპანიამ გააკეთა, სამინისტროს პირდაპირ RSK MiG-სთან მოლაპარაკების გადაწყვტილების საბოტაჟია. მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შეჩერება ბულგარეთის სამხედრო ავიაციის პარალიზებას გამოიწვევს.



მსგავსი ინფორმაციები