რუმინეთი ამერიკისგან პატრიოტებს იყიდის

ამით რუმინეთი "ევროპისა და გლობალური თავდაცვის კლუბის" წევრი გახდება

851938
რუმინეთი ამერიკისგან პატრიოტებს იყიდის

 

რუმინეთის სენატის თავდაცვის კომისიის წინაშე სიტყვაში გამოსულმა თავდაცვის მინისტრმა მიხაი-ვიორელ ფიფორმა თქვა, რომ აშშ-გან პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემას იყიდიან და ამით რუმინეთი "ევროპისა და გლობალური თავდაცვის კლუბის" წევრი გახდება, რამეთუ ვაშინგტონმა უკვე დაამტკიცა მათთვის 3 პლუს კონფიგურაციანი 7 პატრიოტის სარაკეტო სისტემების შეძენა, რის თაობაზეც მათ წერილით აცნობეს და ამ სისტემას ისინი 2020 წელს მოიყვანენ მოქმედებაში. ფიფორის თქმითვე 3,9 მილიარდი დოლარის ღირებულების ეს კონტრაქტი, კანონ-პროექტის სახით დასამტკიცებლად სენატის გენერალურ სესიას უნდა წარუდგინონ



მსგავსი ინფორმაციები