თეირანი Telegram-ის წინააღმდეგია

მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს

თეირანი Telegram-ის წინააღმდეგია

ირანის მთავრობამ, სოციალურ ქსელ Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვის მიმართ სარჩელი აღძრა.

თეირანის მთავარი პროკურორის, აბბას ჯაფერი დევლეთებადის თქმით, Telegram-ის მიმოწერის პროგრამას აქტიურად იყენებენ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების წევრები, როგორებიც არიან DEAŞ-ი და PKK-ა.

ამ ბრალდების საპასუხოდ დუროვმა ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა: “ჩვენი ქსელის ირანული განყოფილება ტერორისტული ორგანიზაციის წევრების მხრიდან გავრცელებულ მესიჯებს და პორნოგრაფიული სურათების შემცველ შეტყობინებებს აქტიურად ბლოკავს. მე ვფიქრობ, რომ თეირანის ბრალდების რეალური მიზეზები სულ სხვა გარემოებებია“.

რუსეთის როსკომნადზორი ჯერ კიდევ ივნისში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ რუსეთში შეიძლება აკრძალონ ტელეგრამის მუშაობა.

ინგლისურ გაზეთ  Times-ის მიხედვით, Telegram-ის და WhatsApp-ის სოციალურ ქსელებს თავისი პროპაგანდისთვის იყენებს DEAŞ-ი და სოციალურ ქსელ Instagram-საც 50 ათასზე მეტი DEAŞ-ის მხარდამჭერი აბონენტი ჰყავს, თუმცა ინსტაგრამის ხელმძღვანელობამ უარყო ეს ბრალდება  



მსგავსი ინფორმაციები