ამერიკაში S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე განცხადება გააკეთეს

ამერიკაში S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე განცხადება გააკეთეს

ამერიკაში S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე განცხადება გააკეთეს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა, თურქეთსა და რუსეთს შორის S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე განაცხადა: „ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ნატოს სისტემების შესაბამისი სამხედრო მასალის გამოყენება მნიშვნელოვანია.“

პრესსპიკერმა ნაუერტმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე თურქეთსა და რუსეთს შორის S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის მოლაპარაკებების თაობაზე შეფასებები გააკეთა.  

ნაურტმა აღნიშნა: „ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ნატოს სისტემების შესაბამისი სამხედრო მასალის გამოყენება მნიშვნელოვანია. რუსული სიტემა, როგორც თურქეთის ამბობს S-400-ებს თუ შეიძენს, სტანდარტების შესაბამისი არ იქნება და ეს კი ჩვენთვის შემაშფოთებელო ვითარებაა.“

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა კი ყაზახეთში გამართული ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტიდან დაბრუნებისას აღნიშნულის თაობაზე განცხადება გააკეთა რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მრეწველობის ან თავდაცვასთან დაკავშირებული დამოუკიდებლობის პრინციპებისა ან დამოუკიდებლობის გადაწყვტილებაზე კამათის უფლება არავის აქვს. ჩვენ, ჩვენს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გადაწყვტილებას თვითონ მივიღებთ. ჩვენი ქვეყნის დაცვისათვის, დაცვის ზომებიც, უსაფრთხოების ზომებიც ვალდებულები ვართ ჩვენ თვითონ მივიღოთ.“  



მსგავსი ინფორმაციები