კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი

შოტლანდიელი მეცნიერების განცხადებით, აღმოაჩინეს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც კლავს კიბოს უჯრედებს და ბევრად უფრო ეფექტურია

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი

 შოტლანდიელი მეცნიერების განცხადებით, აღმოაჩინეს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც კლავს კიბოს უჯრედებს და ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ამჟამინდელი თერაპია.

გლაზგოს უნივერსიტეტში შემუშავებული ახალი მეთოდით CICD (კასპაზის დამოუკიდებელი უჯრედის სიკვდილი) შესაძლებელია სიმსივნეების სრულიად განადგურება და დაავადების განმეორების თავიდან აცილება.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Nature Cell Biology-ში.

მისი ცნობით, ამჟამინდელი მკურნალობა, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია და იმუნოთერაპია ეფუძნება აპოფტოზის სახელწოდებით ცნობილ მეთოდს.

ამ მეთოდით, კასპაზად წოდებული პროტეინები გააქტიურებულია და კიბოს უჯრედებს კლავს.

თუმცა, ასეთი სახის მკურნალობებს ახასიათებთ გვერდითი მოვლენების რისკი, არ კლავს ყველა კიბოს უჯრედს, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ დაავადების განმეორება.

კვლევის ხელმძღვანელის დოქტორ სტეფან ტაიტის განცხადებით, ახალი მეთოდით შესაძლებელია სიმსივნის სრულიად გაქრობა და შესაძლებელია სიმსივნის მკურნალობაში უფრო ეფექტური იყოს. 

მისივე ცნობით, არ არის აუცილებელი მკურნალობის დროს ყველა სიმსივნის გაქრობა, იმიტომ, რომ მათ აღმოაჩინეს იმუნური რეაქცია, რომელიც მთლიანად ასუფთავებს დარჩენილ სიმსივნეს.

ექსპერტების აზრით, აპოპტოზისგან განსხვავებით, კიბოს უჯრედები ქრება CICD-ს სახელწოდების მეთოდით, ხოლო იმუნური სისტემის სტიმულირება ხდება იმპლიმენტული პროტეინებით. შედეგად, დარჩენილი სიმსივნური უჯრედებიც კვდება.

კვლევაში გამოყენებულ იქნა ლაბორატორიის დროს განვითარებული მსხვილი ნაწლავის უჯრედები. თუმცა, აღინიშნა, რომ მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სახის სიმსივნის მკურნალობაშიც.



მსგავსი ინფორმაციები