თურქებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

ახალი პლანეტა იუპიტერზე 1,5 ჯერ უფრო დიდია

თურქებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

თურქმა მეცნიერ-მკვლევარებმა ახალი პლანეტის აღმოჩენით დიდ წარმატებს მიაღწიეს. ანკარის და იზმირის ეგეს სახელობის უნივერსიტეტის სამმა თანამშრომელმა 1,5 დიამეტრის თურქულ-რუსული წარმოების ტელესკოპით და იაპონიის ოკაიამას ასტროფიზიკური  ობსერვატორიის თანამშრომლობით, ძალიან ზუსტი დაკვირვება განახორციელეს და აღმოაჩინეს ახალი პლანეტა, რომელიც დედამიწიდან 212 მზის სინათლის წლით არის დაშორებული. როგორც განაცხადა ამ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანკარის უნივერსიტეტის ასტრონომიის და კოსმოსური კვლევის ფაკულტეტის დეკანმა მესუტ ილმაზმა, ხანგრძლივი კვლევების შემდეგ მათ მზის სისტემის ფარგლებს გარეთ, იუპიტერის მსგავსი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც იუპიტერზე 1,5 ჯერ უფრო დიდია და მასზე სავარაუდოდ ცხოვრება შესაძლებელი იქნება   



მსგავსი ინფორმაციები