ანტარქტიდას ტრილიონობით ტონა აისბერგი გამოეყო

ანტარქტიდას ტრილიონობით ტონა აისბერგი გამოეყო

ანტარქტიდას  ტრილიონობით ტონა აისბერგი გამოეყო

ინგლისური გამოცემა The Telegraph-ი, Swansea-ს უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ანტარქტიდის ლარსენის შელფურ მყინვარს გამოეყო აისბერგი, რომლის მოცულობაც ინგლისის დედაქალაქ ლონდონს ოთხჯერ აღემატება.  მეცნიერების თქმით, აღნიშნული ფაქტი ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომაც (NASA) დაადასტურა. ამ ფაქტთან დაკავშირებით Swansea უნივერსიტეტის პროფესორმა, ადრიან ლუჯკმანმაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა: „ამ გამოყოფას დიდი ხანია ველოდით. მის მიმართ დაკვირვებას გავაგრძელებთ. იგი დღემდე გამოყოფილი ყველაზე დიდი მოცულობის აისბერგია.“


საკვანძო სიტყვები: ნასა , გამოყოფა , აისბერგი , ანტარქტიდა

მსგავსი ინფორმაციები