ამერიკული კრეისერი შავ ზღვაში შევიდა

მისი უსაფრთხოება თურქულმა კატარღებმა დაიცვეს

ამერიკული კრეისერი შავ ზღვაში შევიდა

თურქული მასმედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული საზღვაო ძალების კუთვნილი  სარაკეტო კრეისერი  “Hue City“-ი, რომლის საბორტო ნომერი CG-66-ია, ბოსფორის სრუტიდან შავ ზღვაში შევიდა. მარმარილოს ზღვიდან დაწყებული შავ ზღვაში შესვლამდის ამერიკულ კრეისერს თურქული სანაპირო დაცვის და საზღვაო პოლიციის კატარღები უწევდნენ მეგზურობას. ამერიკული კრეისერის ბოსფორის სრუტეზე გავლისას მთელი პერსონალი გემბანზე იყო გამოსული და სტამბოლის სილამაზით ტკბებოდნენ, იუწყება თურქული მასმედია



მსგავსი ინფორმაციები