ხვალ პარიზში “Paris Air Show“-ი იწყება

მასზე თურქული ნაწარმებიც იქნება გამოფენილი

ხვალ პარიზში  “Paris Air Show“-ი იწყება

 

ხვალ პარიზის ბურგეტის სახელობის აეროპორტში საზეიმოდ გაიხსნება მსოფლიოს ყველაზე უდიდესი და პოპულარული, საჰაერო და კოსმოსური მანქანების გამოფენა “Paris Air Show“-ი, რომელზედაც ხსენებული მრეწველობის ბოლო მიღწევები გამოიფინება და მასზე მსოფლიოს მრავალ ფირმას შორის თურქული საავიაციო ფირმა TAI-ს პროდუქციაც იქნება გამოფენილი.

ამავე გამოფენის ფარგლებში საჩვენებელ გამოსვლას მოაწყობს ტაის მხრიდან წარმოებული თურქული სასწავლო თვითმფრინავი Hürkuş-ი.

პარიზის გამოფენას დაამშვენებს ასევე თურქეთის მხრიდან წარმოებული სამოქალაქო და სამხედრო ტიპის ვერტმფრენი  T 625-ი, რომელსაც 6 სავარძელი გააჩნია, არის 6 ტონის სიმძიმის და მასიურ ფრენებს მომავალი წლიდან დაიწყებს.

გარდა ამისა, ტაის მხრიდან წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი ANKA-S-იც პირველად იქნება ნაჩვენები ამ გამოფენაზე



მსგავსი ინფორმაციები