თეთრ სახლში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაც გაიმართა

განიხილეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები

თეთრ სახლში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაც გაიმართა

ერდოღანს ამერიკაში ვიზიტისას თან ახლავს თავდაცვის მინისტრი ფიქრი იშიქიც და მას თეთრ სახლში მიღება მოუწყო თავისმა ამერიკელმა კოლეგა ჯეიმს მატისმა რა, ძირითადად ტერ ორგანიზაციების, PKK/PYD და DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. ეს შეხვედრა მას შემდეგ შესდგა, რაც ერდოღანმა თეთრი სახლი დასტოვა.

პენტაგონის განცხადებით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს საკითხში კონსენსუსს მიაღწიეს. პენტაგონის პრეს წარმომადგენელმა დანა უიტმა წერილობით განცხადებაში აღნიშნა:

“მატისმა და იშიქმა თურქ ჯარისკაცებზე და მშვიდობიანი მოქალაქეებზე  თავდასხმების ორგანიზატორ და აშშ-ს მხრიდანაც ტერორისტულად აღიარებულ PKK-ს საკითხში არსებული შეშფოთება ერთმანეთს გაუზიარეს და მის წინააღმდეგ ბრძოლაში კონსენსუსსაც მიაღწიეს. ასე რომ, ამერიკა თურქეთს კვლავ დაეხმარება პკკ-ას წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ მიზნით ურთიერთთანამშრომლობასაც გაზრდიან“.

ამავე განცხადებით, მინისტრებმა სირიის კრიზისიც განიხილეს და შეთანხმებას მიაღწიეს ჰუმანიტარული დახმარების საკითხში თანამშრომლობის გაღრმავებაში. მატისმა ქებით მოიხსენია ასევე თურქეთის ხელგაშლილობა მილიონობით სირიელი ლტოლვილის შენახვის საკითხში, ხაზგასმულია ამავე განცხადებაში

 



მსგავსი ინფორმაციები