ზღვის ქვეშ ტელურიუმი აღმოაჩინეს

იგი 50 ათასჯერ უფრო მდიდარია ხმელეთზე აღმოჩენილ ამავე მინერალზე

ზღვის ქვეშ ტელურიუმი აღმოაჩინეს

ინგლისელმა მეცნიერ მკვლევარებმა ატლანტიკის ოკეანეში, კონკრეტულად კი კანარიის კუნძულიდან 500 კმ-ით დაშორებულ ღია წყლების კვლევის დროს, ზღვის ქვეშა მთაში მინერალებით საოცრად მდიდარი  საბადო აღმოაჩინეს, რომელშიც ყველაზე მეტად ტელურის მინერალი (ტელურიუმი) ჭარბობს.

მკვლევართა განცხადებით, ზღვაში აღმოჩენილი ტელური 50 ათასჯერ უფრო მდიდარია ხმელეთზე აღმოჩენილ ამავე მინერალზე და იგი  ქარის ტურბინაში და ელექტრონიკაში გამოსაყენებელ იშვიათ ელემენტებს შეიცავს.

ინგლისელ მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ბრამ მურტონის განცხადებით, ზღვის ქვეშა მთაში სავარაუდოდ 2670 ტონა ტელური შეიძლება იყოს, რაც დედამიწაზე არსებული ამ მინერალის მეთორმეტედი იქნება.

ტელური მოვერცხლისფრო-მბზინავი მეტალოიდია და იგი მრეწველობის მრავალ სფეროში გამოიყენება



მსგავსი ინფორმაციები