თურქული სამზარეულო 04/2018

„ხორბლის ბურღულის ფლავი“

თურქული სამზარეულო 04/2018

„ხორბლის ბურღულის ფლავი“

თურქულ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პროდუქტი ხორბლის ბურღულია. ბრინჯის მსგავსად მას ხშირად გამოიყენებენ ფლავის, სალათის, წვნიანის, ბოსტნეულის კერძების მოსამზადებლად. რა არის ხორბლის ბურღული? ხორბლის ბურღული ხშირად კუსკუსში ერევათ. სინამდვილეში ბურღული დანაწევრებული ხორბალია. ხორბლის მარცვლებს ჯერ წყალში ადუღებენ, შემდეგ აშრობენ, ქერქს აშორებენ და წისქვილში სხვადასხვა ზომით ღერღავენ. მსხვილად დაღერღილს ძირითადად ფლავის მოსამზადებლად იყენებენ, წვრილად დაღერღილს კი კატლეტის, ტოლმის და სალათების მოსამზადებლად.  

იმის გამო, რომ ანატოლიის მიწები და გეოგრაფიული პირობები ხორბლის მოსაყვანად ხელსაყრელია, მცდარი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბურღულის თაოსნობით ხორბლისგან დამზადებული პროდუქტები თურქული სამზარეულოს საძირკველს შეადგენენ. განსაკუთრებული ადგილი უკავია თურქულ კულტურაში ხორბლის ბურღულისგან მომზადებულ ფლავს. „ბურღულის ფლავი“ თურქული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ამიტომ დღეს ჩვენც „ბურღულის ფლავის“ რეცეპტს შემოგთავაზებთ. 

ბურღულის ფლავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები

  • 1 წყლის ჭიქა მსხვილად დაღერღილი ხორბლის ბურღული
  • ¼ წყლის ჭიქა ზეთი
  • 1 ცალი ხახვი
  • 2-3 ცალი მწვანე წიწაკა
  • ½ სუფრის კოვზი ტომატის პასტა
  • 2 ცალი პომიდორი
  • 2 წყლის ჭიქა ადუღებული წყალი
  • მარილი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა, პიტნა
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი

 

ახალა კი შემოგთავაზებთ მომზადების წესს:

პირველ რიგში ზეთი გავაცხელოთ, მასში წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანე წიწაკა მოვთუშოთ, დავამატოთ ტომატის პასტა და კიდევ რამდენიმე წუთი ვთუშოთ. შემდეგ კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი პომიდორი ჩავამატოთ და გაზქურაზე პომიდვრის დარბილებამდე გავაჩეროთ. ამავდროულად ბურღული გავრეცხოთ, გავწუროთ და მომზადებულ მასაში ჩავამატოთ. დავასხათ ადუღებული წყალი და გაზქურას დავუწიოთ. დავამატოთ მარილი და სანელებლები. ბურღული წყლის შეშრობამდე ვხარშოთ. გაზქურა გამოვრთოთ. ცალკე ტაფაზე კარაქი გავადნოთ და მომზადებულ ბურღულს ზემოდან მოვასხათ. ბურღულის ფლავი დაახლოებით 10 წუთი გავაჩეროთ და შემდეგ მივიტანოთ სუფრასთან.

შეგერგოთ...

 



მსგავსი ინფორმაციები