ისაკ ფაშას სასახლემ 2018 წელში რეკორდული რაოდენობის დამთვალიერებელი მიიღო

ოსმალური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშებიდან, ისაკ ფაშას სასახლემ, ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე მეტი დამთვალიერებელი მიიღო

ისაკ ფაშას სასახლემ 2018 წელში რეკორდული რაოდენობის დამთვალიერებელი მიიღო

აღრის დოღუბეიაზითის რაიონში მდებარე ოსმალური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშებიდან, ისაკ ფაშას სასახლემ, ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე მეტი დამთვალიერებელი მიიღო.

აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობებიდან ისაკ ფაშას სასახლის დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.  

„ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილად“ შეფასებული და სტამბოლში მდებარე თოფქაფის სასახლის შემდეგ ქვეყანაში არსებული ყველაზე დიდი სასახლე, არქიტექტურითა და ისტორიული თავისებურებებით წლის ყოველ სეზონზე იპყრობს დამთვალიერებელთა ყურადღებას. სასახლემ გასაკუთრებით ბოლო წლებში მიიღო დიდი რაოდენობით ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი.

სიდიადითა და სილამაზით საყურადღებო ისაკ ფაშას სასახლე 2018 წელში 121 ათას 94-მა ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტმა მოინახულა.

განსაკუთრებით უცხოელი ტურისტები 4-5 საათს უთმობენ სასახლის დათვალიერებას.

ზღვის სიმაღლიდან 2200 მეტრზე მდებარეობა და 500 წლის წინ პირველი ცენტრალური გათბობის სისტემის გამოყენება იწვევს უცხოელი ტურისტების განსაკუთრებულ დაინტერესებას.



მსგავსი ინფორმაციები