ლონდონში 10 ხელოვანის, მათ შორის 8 თურქის, შერეული გამოფენა გაიხსნა

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში 10 ხელოვანის, მათ შორის 8 თურქის, შერეული გამოფენა გაიხსნა

ლონდონში 10 ხელოვანის, მათ შორის 8 თურქის, შერეული გამოფენა გაიხსნა

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში 10 ხელოვანის, მათ შორის 8 თურქის, შერეული გამოფენა გაიხსნა.

ქალაქის სამხერთში კემბერველის უბანში მდებარე GX Gallery-ში გახსნილ შერეულ გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრების დევრიმ ერბილის, რენკ ერბილ მარტინის, მერალ ილდიზის, ჰალით დემირელისა და იღით დუნდარის, მოქანდაკეების თუბა ონდერ დემირჯიოღლუს და ბესთე ალპერატის და ფოტოხელოვანის ჯან სარიჩობანის ნამუშევრები. ასევე გამოფენილია წარმოშობით ჩერქეზი გრაფიკოსის ბაშირ ბორლაკოვის და იტალიელი მხატვრის ტომას ფრონტინის ნამუშევრებიც.   

გამოფენასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებში ხელოვანმა რენქ ერბილ მარტინმა განაცხადა რომ ინგლისში დაახლოებით 500 ათასი თურქი ცხოვრობს და მათ შორის შემოქმედთა რაოდენობა თანდათან იზრდება.

გამოფენა, რომლის გახსნას ესწრებოდა ლონდონში თურქეთის ელჩი უმით იალჩინი, დამთვალიერებლებისთვის ღია 5 თებერვლამდე იქნება.  


საკვანძო სიტყვები: გამოფენა , ხელოვანი , ლონდონი , ინგლისი

მსგავსი ინფორმაციები