გლობალური პერსპექტივა 47

გაადგილობრივებული ორიენტალიზმი

გლობალური პერსპექტივა 47

გლობალური პერსპექტივა 47.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

გაადგილობრივებული ორიენტალიზმი

დასავლელი მკვლევარები,  აღმოსავლური საზოგადოებების მიმართ პოლიტიკურ, სოციოლოგიურ, კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ და სხვა სფეროებში ჩატარებულ კვლევებს ორიენტალიზმად აფასებენ. მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში ტერმინი,  „აღმოსავლეთის საზოგადოება“ უარყოფითის ამსახველი ფაქტორია.

ახლა  თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ორიენტალისტურ კვლევებს  არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოშიც. მაგრამ მან ფორმატი საგრძნობლად შეიცვალა. დასავლელი მკვლევარები, როგორც ადრე, ამჟამად ადგილზე ჩასვლით აღარ ატარებენ დაკვირვებებს, რადგან, აღმოსავლეთის ქვეყნების მკვლევარები, თავიანთ ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევების ანგარიშებს,  თვითონ აწვდიან დასავლელ მკვლევარებს.

ჩვენი 200 წლიანი სამწუხარო ამბავი

დასავლეთის ცივილიზაციის წინააღმდეგ საკუთარი ღირებულებების დაუცველი თურქეთის და იაპონიის მსგავსი ქვეყნები, დაახლოებით 200 წელია დასავლეთში მკვლევარებს, სპეციალისტებს, სტუდენტებს აკადემიკოსებს და სხვა სფეროს წარმომადგენლებს აგზავნიან. დღეისათვის  აფრიკის, ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის,  ჩინეთის და ინდოეთის მსგავსი ქვეყნებიც   ანალოგიურ პოლიტიკას აწარმოებენ. ეს ქვეყნები არა მხოლოდ უნივერსიტეტებში, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში აღსაზრდელად ახალგაზრდობას დასავლეთის ქვეყნებში აგზავნიან. დასავლეთის ქვეყნები კი მათ,  გამოცდილებების და პოლიტიკის ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში გასავრცელებლად, დიდძალ თანხებს იხდიან. კი ბატონო, მაგრამ მათი ეს მისია რამდენად სრულდება?

დასავლეთში გამგზავრება საკუთარი ქვეყნის სამსახურში დარჩენის მიზნით

ყველა კარგად ხედავს, რომ სამომავლოდ საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის მიზნით დასავლეთში გაგზავნილი ახალგაზრდობის შედეგები მთლად ასეც არ ხდება. იმ ქვეყნების უნივერსიტეტები, რომლებიც დასავლეთში სტუდენტებს აგზავნიან, მოკლე კვლევა, რომ ჩაატარონ თვითონაც დაინახავენ, თუ რაოდენ სავალალოა სიტუაცია. მართლაც და,  მრავალი ქვეყნიდან დასავლეთში საგანმანათლებლო მისიით ჩასული პირები, განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებებში,  ჩასული ქვეყნების შესახებ კი არა, არამედ, საკუთარი  ქვეყნის შესახებ ატარებენ კვლევებს.  მსგავსი შემთხვეაა ჩვენი ქვეყნის მიმართაც.

საკუთარი ქვეყნისთვის დასავლეთში კი არა, დასავლეთისთვის თურქეთის სპეციალისტობა

არა დასავლურ საზოგადოებებში  განათლების მიზნით დასავლეთში ჩასვლა და იქ  არსებული სისტემის შესწავლის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის სისტემის მათთვის მიწოდება, უმეტეს წილად უარყოფით შედეგებს იწვევს. ამით ქვეყნები საკუთარ გამოცდილებებს, ყოველგვარი სანაცვლოს გარეშე, დასავლეთს აწვდიან.  სხვადასხვა სპეციალობის დაუფლების მიზნით დასავლეთში ჩასული ახალგაზრდობა, რომლებიც ისევ საკუთარი ქვეყნის სისტემების შესახებ მუშაობენ, დაბრუნებისას სამშობლოს სასარგებლოდ ვერაფერს აკეთებენ. ანალოგიური შეიძლება ითქვას თურქეთის შესახებაც.  თურქეთმა განათლების მიზნით ყველაზე მეტი ახალგაზრდა,  აშშ-ში, გერმანიაში და  საფრანგეთში გააგზავნა, მაგრამ, იქიდან დაბრუნებულთაგან სამშობლოს სასარგებლოდ წვლილის შემტანთა რიცხვი ძალიან მწირია. არა დასავლური საზოგადოებების წევრების დასავლეთის ქვეყნებში განათლების მიზნით ჩასვლა და საკუთარი ქვეყნების შესახებ ადამიანის უფლებების, ეთნიკური უმცირესობების, რელიგიის და სხვა სტრატეგიული საკითხების შესახებ კვლევების ჩატარება, დასავლელი  მკვლევარების მხრიდან ამ ქვეყნების შესახებ კვლევების ჩატარების საჭიროებას აღარ ბადებს,  ვინაიდან დასავლელი მკვლევარების მიერ  აღმოსავლეთის ხალხების შესახებ კვლევების ჩასატარებლად, ენის და კულტურის შესწავლა საჭიროებს, თანაც  იმ რეგიონებში ჩასვლა მატერიალურად უფრო ძვირი ჯდება. მაგრამ, იმ ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩაყვანა, მათი აღზრდა და შემდეგ ისევ მათი ქვეყნის შესახებ კვლევების ჩატარება, უფრო იაფი ჯდება, წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები